სასწავლო პროექტის გეგმა


  1. პროექტის სახელწოდება: ჩვენი სოფლის ელექტრონული კატალოგი
  2. პოექტის მთვარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: პროექტი  ითვალისწინებს  მოსახლეობაში ინფორმაციის  მოძიებას  სოფელ მეჯვრისხევის  ძველ სხვადასხვა   ღირშესანიშნაოების  "თავადების ნასახლარების"  შესახებ.
  3. პროექტის მიზანი:  ისტ-ის გამოყენება ამ პროექტში ხელს უწყობს მოსწავლეებს, გახდნენ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენტური მომხმარებლები, განივითარონ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და შეფასების უნარები, განივითარონ პრობლემების გადაჭრისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი, შეძლონ საკუთარი პროდუქტის შექმნა და გამოქვეყნება.ასევე მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს.
  4. მონაწილეთა ასაკი: 12 წ
  5. ვადები ხანგრძლივობა: 10 დღე
  6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აუდიო და ვიდეო მასალა, მოსწავლეთა მულტიმედიური პრეზენტაციები.
  7. პრაქტიკისთვის საჭირო რესურსები:ტელეფონი, ვიდეო კამერა,ინტერნეტიდან მოძიებული მასალა, კომპიუტერი, პროექტორი.
  8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები  სოფლის მოსახლეობის  დახმარებით  მოაგროვებენ  ინფორმაციას, ჩაატარებენ გამოკითხვას და ჩაიწერენ ვიდეო კამერის  საშუალებით ახალ მიღებულ ინფორმაციას, შეაგროვებენ გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს გამოკითხვებიდან გამომდინარე. გაეცნობიან  სოფელ მეჯვრისხევის   ისტორიას თავადების ნასახლარების შესახებ.  კლასი  გავყავი  ჯგუფებად.  ავირჩიე  ლიდერი, თითოეულ  ჯგუფს   გავუნაწილე  დავალება სხვადასხვა ნასახლარის ისტორიის მოძიების შესახებ. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ მულტიმედიური სახით პრეზენტაციებს.
  9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ის.ტექნ.დაწყ.3.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
  10. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ქეთევან ახალკაცი
  11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:axalkaciqeti6@gmail.com
  12. პროექტის ვებ-გერდი/ბლოგი: https://qetevanakhalkatsi.blogspot.com/p/blog-page_20.html
  13. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები   გაეცნობიან  სოფელ მეჯვრისხევში ძველ  სხვადასხვა   ღირშესანიშნაობების   შესახებ  სხვადასხვა  სახის  ინფორმაციას მოსახლეობის დახმარებით. სოფლის ისტორიის ნაწილს გახდიან ციფრულს და ყველასთვის ხელმისაწვდომს.

No comments:

Post a Comment